ხარისხის კონტროლის მენეჯერის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ხარისხის კონტროლის მენეჯერის დამხმარე

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 600 ლარი
სამუშაო ადგილი: ცენტრალური საწყობი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს უკან).

ძირითადი ფუნქციები:

** შესამოწმებელი პროდუქციის გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება
** პროდუქციის ხარისხის შემოწმების პროცესში ჩართულობა
** პროდუქციის შემოწმების შემდეგ შესაბამის პუნქტამდე გადატანის უზრუნველყოფა
** ხარისხის კონტროლის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა სამუშაო პროცესებში.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლიანი
** კეთილსინდისიერი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591751438. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- ხარისხის კონტროლის მენეჯერის დამხმარე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე