ცენტრის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცენტრის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ინგლისური ენის ცენტრი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"ELC" აცხადებს ვაკანსიას ცენტრის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს და წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, კარიერული განვითარების საშუალებას მზარდი ანაზღაურებით და ბონუსებით.

მოვალეობების აღწერა:

** ახალი მოსწავლეების მიღება, არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა
** სასწავლო ჯგუფების განრიგის შედგენა და რეგულარული მართვა
** სტუდენტების მონიტორინგი და მშობლებთან ურთიერთობა აქტიურ რეჟიმში
** ფინანსური აღრიცხვა და გადასახადების კონტროლი
** მასწავლებლების სამუშაოს რეგულარული აღრიცხვა
** მარკეტინგულ საქმიანობაში ჩართულობა
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა მოსწავლეებისთვის
** მონაწილეობის მიღება სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** ბავშვებთან და ზრდასრულებთან ურთიერთობის მაღალი გამოცდილება
** დახვეწილი მეტყველება და გადმოცემის უნარი
** საბაზისო კომპიუტერული უნარჩვევების ცოდნა -MS Excel და Word, PowerPoint, Internet.
** უპირატესობად ჩაითვლება მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების განხრით
** კომუნიკაბელური და პოზიტიური
** კრეატიული, აქტიური და ორგანიზებული
** პუნქტუალური

გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა
საწყისი ხელფასი: 500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.elc.center@gmail.com

მისამართი: თ.იოსებიძის ქ.#53, თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე