ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: Dolphin Software
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"დოლფინ სოფტვეა" ქართული software კომპანიაა, რომელიც 2004 წლიდან წარმოადგენს მთავარ პროვაიდერს მიკროსაფინანსო ბაზარზე.

ჩვენი გუნდი მზად არის მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის, რომლებსაც სურთ შეიქმნან კარიერა პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

ვაცხადებთ ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური დოკუმენტისა და მოთხოვნების ანალიზი
** ფუნქციონალის იმპლემენტაციის ფაზაში აქტიური ჩართულობა, ტესტირებამდე სატესტო სცენარების დოკუმენტის გაწერა მოსალოდნელი შედეგებით (Test Checklist)
** ფუნქციონალის ტესტირება და შესაბამისი უკუკავშირი დაკავშირებულ გუნდის წევრებთან
** ფუნქციონალის ტესტირება სხვადასხვა ეტაპზე: Functional Testing, User Interface Testing, Compatibility Testing, Regression Testing
** bug report-ის მომზადება
** აღმოჩენილი შეცდომების ახსნა პროგრამისტისთვის, პროექტის მენეჯერისთვის
** გასწორებული შეცდომების გადამოწმება

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებით
** გუნდური მუშაობის, გამართული კომუნიკაციის, ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის, დროის მენეჯმენტის უნარი
** უპირატესობად ჩაითვლება ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (Selenium, WebdriverIO)

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას მეგობრულ და კვალიფიციურ გუნდთან
** მრავალფეროვან და გამოწვევებით აღსავსე გარემოს
** მუდმივ განვითარებას
** საბონუსე სისტემას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@loankeeper.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "QC Specialist"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე