სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ფარმაცევტული სახლი+
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
ფარმაცევტული კომპანია "ფარმაცევტული სახლი+" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ. თბილისსა და რეგიონებში: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** განვითარების ადაპტირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ და მზარდ ანაზღაურებას,
** ბონუსურ სისტემას,
** სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები,
** სტაბილურ და მუშა გარემოს,
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილება მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე: hr@pharmhouse.ge(ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება); გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე