კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ტანსაცმლის მაღაზია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.თბილისში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქტების გაყიდვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 და 13:00-20:30, კვირა - მოკლე სამუშაო დღე,
დასვენება: კვირაში ერთი დღე

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: manfashionge@gmail.com

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე