შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
შპს "G&A GROUP" წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში (დიდი დიღომი, დ.თავდადებულის ქ. N29)

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული შემოთავაზებების მოძიება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი მომწოდებელი ორგანიზაციის მხრიდან;
** მომწოდებლებთან სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების ფასების რეგულირება და კონტროლი;
** შესყიდვების განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული) B2 დონეზე (კარგი წერილობითი უნარებით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word და Outlook, განსაკუთრებით, Excel-მაღალ დონეზე) ცოდნა;
** საკუთარი მანქანა;
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებისა მიმართულებით;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** მოტივაციის მაღალი დონე.
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@gagroup.com.ge; ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე