კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვით. ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი" არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამცხე ჯავახეთის მხარეში ახორციელებს ბავშთა კეთილდღეობის პროგრამას World Vision საქართველოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

პოზიციის სახელწოდება: კონსულტანტი
ხანგრძლივობა: 6 დღე
სამუშაო საათები: სრული
ადგილმდებარეობა: ახალციხე

პოზიციის მიზანია გამოიკვლიოს დაფინანსების შესაძლებლობები ტურიზმის სექტორში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და მიაწოდოს ინფორმაცია ამ წყაროების შესახებ იმ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი შეარჩევს. კერძოდ, კონსულტანტმა უნდა უზრუნველყოფს შემდეგი სახის ინფორმაციის მოძიება და გაზიარება:

** ბანკებსა და მიკრო-საფინანსო ინსტიტუტებში არსებული ბიზნეს პროდუქტები ტურიზმის სექტორის განვითარებისათვის.
** სახელმწიფო პროგრამები ტურიზმის განვითარების მიმართულებით
** გრანტები და სხვა დაფინანსების წყაროები ტურიზმის განვითარების მიმართულებით

პოზიციისთვის სასურველი განათლება და უნარები

** უმაღლესი განათლება
** ტურიზმის სექტორის და მასში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესების შესახებ კარგი ცოდნა
** დაფინანსების შესაძლებლობების და წყაროების შესახებ ინფორმაციის ფლობა

2020 წლის თებერვლიდან, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას World Vision ავსტრიის და World Vision საქართველოს ოფისებთან პარტნიორობით, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას რეგიონში მობილური აპლიკაციის შექმნის გზით, სადაც განთავსდება ინფორმაცია როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობების ასევე სექტორში არსებული მომსახურებების/მცირე და საშუალო ბიზნესების შესახებ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tamar_Barbakadze@wvi.org. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე