ბიზნეს ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ტრენერი
მომწოდებელი: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვით. ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი" არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამცხე ჯავახეთის მხარეში ახორციელებს ბავშთა კეთილდღეობის პროგრამას World Vision საქართველოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

პოზიციის სახელწოდება: ბიზნეს ტრენერი
ხანგრძლივობა: 6 დღე
სამუშაო საათები: სრული
ადგილმდებარეობა: ახალციხე

პოზიციის მიზანია ჩატარდეს სამ დღიანი ტრენინგი იმ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის (3 ჯგუფი), რომელსაც სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი შეარჩევს. კერძოდ, ტრენინგი უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

** ბიზნესის მართვის საფუძვლები
** ბიზნეს გეგმის შედგენა და პრაქტიკული გამოყენება
** ზოგადი მენეჯმენტი
** მარკეტინგი და მისი მნიშვნელობა, პრაქტიკული გამოყენება
** ფინანსური მართვა (ზოგადი მიმოხილვა, მოგება-ზარალის, ფულის მიმოქცევის და ბალანსის უწყისის შედგენა და პრაქტიკურლი გამოყენება).

პოზიციისთვის სასურველი განათლება და უნარები:

** უმაღლესი განათლება
** ტურიზმის სექტორის და მასში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესების შესახებ კარგი ცოდნა
** ტრენერობის და მსგავსი ტრენინგების ჩატარების გამოცდილება

2020 წლის თებერვლიდან, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას World Vision ავსტრიის და World Vision საქართველოს ოფისებთან პარტნიორობით, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას რეგიონში მობილური აპლიკაციის შექმნის გზით, სადაც განთავსდება ინფორმაცია როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობების ასევე სექტორში არსებული მომსახურებების/მცირე და საშუალო ბიზნესების შესახებ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tamar_Barbakadze@wvi.org. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე