სტაჟირების პროგრამა ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირების პროგრამა ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით
მომწოდებელი: პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს სტაჟირების პროგრამას, დასაქმების პერსპექტივით, ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით ლაბორატორიული საქმიანობის შესასწავლად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 3-6 თვე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
მისაღები სტაჟიორების რაოდენობა: 3.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაჟირების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ გამოცდილებას;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა კვალიფიკაცია აიმაღლონ ლაბორატორიულ საქმიანობაში ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით გერმანიაში, წამყვან ლაბორატორიულ ცენტრში;
** დასაქმების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

სტაჟირების პროგრამაზე მისაღები კრიტერიუმები:

საშუალოს შემდგომი არაუმაღლესი/პროფესიული განათლება (ექთანი/ლაბორანტი) ან უმაღლესი განათლება (აუცილებელია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით - მედიცინა, ქიმია, ბიოლოგია, ბიოქიმია და ა.შ );

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** კონფიდენციალობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური ან/და გერმანული - B2.

კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერული საოფისე პროგრამები.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 346246, 2020 წლის 31 აგვისტომდე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე