ოფისის ადმინისტრატორი/საწყობის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი/საწყობის კოორდინატორი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გურიის რეგიონული ფილიალის ურეკისა და შეკვეთილის გაერთიანებული სერვის ცენტრის ოფისის ადმინისტრატორი/საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ურეკი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** სერვის ცენტრის მენეჯერის დავალებით, შეხვედრების ორგანიზება;
** სერვის ცენტრში, გამართული საქმისწარმოების ორგანიზება;
** გასაგზავნი დოკუმენტების რეგისტრაცია და შესასრულებლად ადრესატისთვის დროული მიწოდება;
** შემოსული დოკუმენტაციის, მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაცია და ხელმძღვანელის ინფორმირება შესასრულებელი კორესპონდენციის შესახებ;
** შიდა მიმოწერის, თანამშრომელთა განცხადებების რეგისტრაცია, ადრესატისათვის დროული მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულებისათვის დოკუმენტაციის მატერიალური სახით გადაცემის უზრუნველყოფა;
** სადისპეტჩერო ჟურნალის წარმოება;
** აბონენტთა მომსახურება/კონსულტირება;
** აბონენტების რეესტრის ყოველთვიური წარმოება;
** ბილინგის მონაცემთა ბაზების სრულყოფა, კონტროლი, მიღებული მონაცემების ანალიზი;
** შეთანხმებული პერიოდულობით, სამარშრუტო ფურცლების გენერირება და შემოსავლების განყოფილებისთვის დროული გადაცემა;
** წაკითხული სამარშუტოების დროული მიწოდება რეგიონისათვის და დარიცხვის სწორად წარმოების კონტროლი (სიმულაციის გავლა);
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** საწყობში არსებული მარაგი ნაწილების ნაშთების, ბრუნვის/აღრიცხვის სისტემატიური კონტროლი და ბუღალტრულ ნაშთებთან პერიოდული დადარება;
** საწყობში შემოსული და გასულ მასალებზე აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ინიციატორის მოთხოვნის ფორმა/წერილი, ზედდებული, მიღება-ჩაბარება და ა.შ.) წარმოება და უკვე წარმოებული დოკუმენტაციის საწყობში არსებულ ნაშთებთან შესაბამისობის მკაცრი კონტროლი;
** სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონულ ჟურნალში დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენის სტანდარტის დაუყოვლებლივ ასახვა და კომპეტენციის ფარგლებში, აბონენტებისთვის წყალმომარაგების დროულად აღდგენის პროცესის კოორდინაცია/კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა უშუალო უფროსისთვის;
** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/სპეციალობა: სასურველია - ჰუმანიტარული;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მარეგულირებელი შიდა აქტების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე