ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გურიის რეგიონული ფილიალის ურეკისა და შეკვეთილის გაერთიანებული სერვის ცენტრის გამწმენდი ნაგებობის ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ურეკი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** ელ.დანადგარების გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
** გამწმენდი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მონიტორინგის განხორციელება;
** ავარიის შემთხვევაში ოპერატიული სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/სპეციალობა: სასურველია - ენერგეტიკული.
** მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე