გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია ეძებს გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც გააცნობს და შესთავაზებს პოტენციურ კლიენტებს კომპანიის სერვისებს.

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის არსებული სერვისების შეთავაზება
** გაყიდვების პროცესების და მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, რეპორტინგი
** არსებულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით

აუცილებელი მოთხოვნები:

** სატრანსპორტო კომპანიის გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:

** სამუშაო დრო: 09:00-დან 18-სთ-მდე
** სამედიცინო დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი

ხელფასი:
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge არაუგვიანეს 10 აგვისტოსი.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე