ტენდერი DVR-ის სპეციალიზებული ვინჩესტერის შეძენაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი DVR-ის სპეციალიზებული ვინჩესტერის შეძენაზე
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
თანდართული ფაილი: 272180_App_Form__Geo__xls_4359514.zip
სს "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. "პროკრედიტ ბანკი" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: DVR-ის სპეციალიზებული ვინჩესტერის შეძენა .

ძირითადი მოთხოვნები:

** DVR-ის სპეციალიზებული ვინჩესტერის შეძენა, თითო 4 ტბ.
** მოთხოვნილი რაოდენობა: 100 ცალი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** სარეკომენდაციო წერილი
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
** შევსებული და ხელმოწერილი განფასება(მოწოდების ვადის მითითებით);
** საგარანტიო პირობები;
** ანგარიშსწორების პირობები;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გთხოვთ, საბუთებთან ერთად, ასევე, გამოაგზავნოთ CD დისკზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:


** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);

** ტენდერის დასახელება;

** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება

** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.


სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (http://www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 05 აგვისტო 2020 წელი 16:00 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ნინო პირმისაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ
გთხოვთ მიმართოთ:

გურამ ვანიშვილი/დავით კიტრიაშვილი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1867/1868)
E-mail: administration@procreditbank.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე