პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი
მომწოდებელი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს სერტიფიცირების წესით პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა შერჩევის მიზნით 2020 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

შესასრულებელი სამუშაო:

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის საქმიანობის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და დასკვნის პროექტისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებული დასკვნის მომზადება.

** პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მიზანთან (დაწესებულების ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და ა.შ.) დაკავშირებული ცენტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა და გაანალიზება ვიზიტის განხორციელებამდე;
** შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით;
** ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** დაწესებულებაში ვიზიტის პერიოდში, დაწესებულების თვითშეფასებაში/განაცხადში/თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, შემდეგი აქტივობების განხორციელება:

- დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (პროფესიული სტუდენტი, კურსდამთავრებული, მშობელი/მეურვე, პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ.) ინტერვიუს ჩატარება;
- დაწესებულების ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსის და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ობიექტების (სასწავლო საწარმო, საწარმოო პრაქტიკის ობიექტი) დათვალიერება;
- საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტის მიმდინარეობისას დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, დადგენილი წესის შესაბამისად;
- ძირითადი მიგნებების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარება და განხილვა;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის დასკვნის პროექტში ასახვა;
- საჭიროებიდან გამომდინარე, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა აქტივობების განხორციელება;

** დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე;
** დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
** საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრის/მაგისტრის კვალიფიკაცია განათლების ადმინისტრირების/ბიზნესის ადმინისტრირების/სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

- "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონი.
- "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;

** კომპიუტერული პროგრამების (MICROSOFT WORD; EXCEL; POWER POINT) ცოდნა;
** ენები: სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება; სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული და სხვა) ცოდნა;

შემდეგი უნარების/პიროვნული თვისებების ქონა:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვა;
** ემოციური ინტელექტი;
** მოტივაცია;
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** პრეზენტაციის მომზადება;
** სამართლიანობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ვადებზე ორიენტირებულობა;
** ყურადღების კონცენტრაცია.

კონკურსის ეტაპები:

** კანდიდატთა შერჩევა, რომელიც შედგება შემდეგი ქვეეტაპებისგან:

- განაცხადების გადარჩევა;
- კანდიდატთა შეფასება ტესტირების გზით;
- კანდიდატთა შეფასება გასაუბრების გზით;

** სპეციალური კურსის გავლა, რომელიც შედგება შემდეგი ქვეეტაპებისგან:

- ტრენინგის გავლა;
- შუალედური შეფასება;

** საბოლოო შეფასება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** ავტობიოგრაფია (CV);
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
** სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა), რომელშიც უნდა ჩანდეს თუ რატომ სურს კანდიდატს გახდეს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, მისი პიროვნული თვისებები, სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც მათი აზრით, დაეხმარებათ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტად მუშაობაში.

ყურადღება: საკონკურსო განაცხადი და შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაცია დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - http://www.hr.gov.ge - მეშვეობით, იხ. ბმული - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61323?active=1
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე