ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების სასერთიფიკატო კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების სასერთიფიკატო კურსი
მომწოდებელი: ახალგაზრდობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
ახალგაზრდული მუშაკის შესარჩევი ღია კონკურსი

სწავლებას აფინანსებს სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტო" (https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/)

მიზანი - ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის განვითარების სისტემური მექანიზმების შემუშავებისთვის, ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების შესაძენად გადამზადების სასერთიფიკატო კურსის მონაწილეთა შერჩევა.

კურსი ხელს უწყობს ახალგაზრდებთან ეფექტური მუშაობისთვის საჭირო ცოდნის, უნარების და ღირებულებების შეძენა/განვითარებას, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

კურსის ხანგრძლივობა 6 თვე (თეორიული და პრაქტიკული სწავლება). კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 30 ახალგაზრდული მუშაკი.

უპირატესობა მიენიჭებათ სამიზნე მუნიციპალიტეტების აპლიკანტებს.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა:

1. შეავსოს აპლიკაციის ფორმის შევსება იხ ბმული: https://bit.ly/306Q65X
2. გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია, მითითებულ ელ.ფოსტაზე:

- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი ან/და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ელ. ფოსტაზე: youthwork4youth@gmail.com

ძირითადი კრიტერიუმები:

** საქართველოში მცხოვრები ქმედუნარიანი მოქალაქე
** ასაკი: 21 +
** განათლება: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.
** ბავშვებსა და/ან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (არაფორმალური შეხვედრების, სპორტული, შემეცნებითი, კულტურული, სამოქალაქო და სხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება);
** მაღალი მოტივაცია

კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:

1. პირველი ეტაპი - კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა და მათ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
2. მეორე ეტაპი - პირველ ეტაპზე გადასული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა შეფასება.
3. მესამე ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

კანდიდატის შეფასება მე-2 ეტაპზე:

** კომისია მეორე ეტაპზე კანდიდატს აფასებს ქულათა სისტემით, მაქსიმალური ქულის ოდენობა 45 ქულა.
** კანდიდატის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასების მაქსიმალური ქულის ოდენობა განისაზღვრება 15 ქულით (თითოეული კომისიის წევრი აპლიკანტს აფასებს არაუმეტეს 5 ქულით).
** კანდიდატის მიერ წარმოდგენილი რეზიუმე ე.წ. CV - ს მაქსიმალური ქულის ოდენობა განისაზღვრება 15 ქულით (თითოეული კომისიის წევრი აპლიკანტს აფასებს არაუმეტეს 5 ქულით).
** კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შეფასების მაქსიმალური ქულის ოდენობა განისაზღვრება 15 ქულით (თითოეული კომისიის წევრი აპლიკანტს აფასებს არაუმეტეს 5 ქულით).
** კანდიდატის მესამე ეტაპზე გადასვლის სავალდებულო ქულათა მინიმალური ოდენობა შეადგენს 30 ქულას

კანდიდატის შეფასება მე-3 ეტაპზე:

** გასაუბრების - მესამე ეტაპზე კომისიის წევრები კონსესუსის საფუძველზე წერენ საერთო ქულას, მაქსიმალური ოდენობა თითოეული კანდიდატისთვის შეადგენს 55 ქულას.
** ქულათა დაჯამების შემდგომ პროექტში მონაწილე კანდიდატების შერჩევა მოხდება ქულათა რეიტინგის მიხედვით, თითო მუნიციპალიტეტიდან არაუმეტეს 3 აპლიკანტისა.
** უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა პროექტის განხორციელების ლოკაციებს.

განაცხადების მიღება 30 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით.

სწავლების პრაქტიკული ნაწილი განხორციელდება 10 მუნიციპალიტეტში:

** ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
** ახალციხის მუნიციპალიტეტი;
** გორის მუნიციპალიტეტი;
** ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
** მესტიის მუნიციპალიტეტი;
** ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
** ქობულეთის მუნიციპალიტეტი;
** ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
** მცხეთის მუნიციპალიტეტი კერძოდ: სოფელი წინამძღვრიანთკარი;
** სიღნაღის მუნიციპალიტეტი კერძოდ: ქალაქი წნორი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ტელ: 599226392 599877114
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე