მარკეტინგის და PR მიმართულ., HR დეპარტ. ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის და PR მიმართულ., HR დეპარტ. ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
პირველად საქართველოში, უმსხვილესი აუთლეტ ჰიპერმარკეტი, საყოფაცხოვრებო და პირადი საჭიროების მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი "კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

1. მარკეტინგისა და პიარის მიმართულების ხელმძღვანელი

ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, შეთავსებით.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის ტენდენციების შესწავლა;
** მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა;
** მედიასთან ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სისტემის შემუშავება, განხორციელება და ანალიზი;
** მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების შემუშავება გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით;
** სოციალურ ქსელებში აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
** მომხმარებლების ინფორმირება ახალი პროდუქციის შესახებ.
** მარკეტინგული აქტივობების ინიცირება, განხორციელება, ანალიზი.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტაცია;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი პროფილური განათლება. (სრული)
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, შეთავსებით.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ადამიანური კაპიტალის მართვა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების რეესტრის წარმოება, დანერგილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით;
** კომპანიის სტრუქტურის შემუშავება, დანერგვა, საჭიროების შემთხვევაში აქტუალიზაცია;
** საოპერაციო მიმართულების პროცესების დანერგვა;
** მომსახურების სტანდარტის შექმნა, დანერგვა, კონტროლი;
** თანამშრომელთა მოძრაობის ერთიანი სისტემის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის/ბრძანებების ადმინისტრირება (შვებულება, ბიულეტინი)
** თანამშრომელთა შერჩევა.
** სტატისტიკური მაჩვენებლების წარმოება კომპანიის, როგორც დამქირავებლის ანალიზის საწარმოებლად;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავება, დანერგვა, აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში აქტუალიზაცია.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დაგეგმარება და შედეგზე ორიენტაცია;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** თანამშრომელზე ორიენტაცია, ზრუნვა და მხარდაჭერა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სრული.
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: qbq.info@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 10 აგვისტო.

შერჩევის ფორმა: გასაუბრება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე