საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Vendoo.ge
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეალიზებული პროდუქციის მოგროვება, შეფუთვა და გაშვების ზონაში განთავსება;
** საწყობში პროდუქციის მიღება, კატეგორიების მიხედვით დაყოფა და შესაბამის თაროებზე განთავსება;
** საწყობში საქონლის შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა/კონტროლი, ვარგისიანობის შემოწმება, ვადების დადგენა;
** საწყობში არსებული საქონლის პერიოდული შემოწმება და ინვენტარიზაცია;
** სასაქონლო ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების და მოთხოვნის ფურცლების ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტისათვის მიწოდება;
** გაცემის ზონაში მოგროვებული ნივთის კურიერისთვის გადაცემა, ჩათვლა, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი კომპეტენციის ფარგლებში;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 29 აგვისტო, 2020 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ "საწყობის თანამშრომელი".

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე