ჩამომსხმელი საამქროს უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამომსხმელი საამქროს უფროსი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას ჩამომსხმელი საამქროს უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: წარმოება (ლუდი და ლიმონათი)
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონფიდენციალობის დაცვა კომპანიის საქმიანობის შესახებ ნებისმიერ დონეზე;
** სამუშაო ცვლის ეფექტური მუშაობის ორგანიზება;
** ხაზის დატვირთვის კონტროლი ახალი ან/და მეორადი ბოთლებით;
** ბოთლების რეცხვის კონტროლი;
** ლუდის და ლიმონათის ბოთლებში ჩამოსხმის პროცესის კონტროლი;
** ზედამხედველობა ლუდის პასტერიზაციის, ეტიკეტის დაკვრის, შეუთვისა და პალეტებზე დალაგების;
** ჩამოსხმული პროდუქციის კონტროლი;
** ცვლიანი სამუშაოსთვის მოკლევადიანი გეგმების შედგენა;
** ჩამომსხმელი ხაზისათვის საჭირო მასალების დროული მიწოდება;
** ჩამომსხმელი ხაზის სწორი ექსპლუატაციის კონტროლი;
** სარემონტო სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება მექანიკოსებისა და ელექტრიკოსების გუნდისთვის;
** აქციზური მარკების გადაბარების, სწორად მოხმარებისა და ნაშთების კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული ან/და მოსალოდნელი პრობლემის შესახებ;
** შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების კონტროლი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უპირატესობა მიენიჭებათ კვების საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ჩამომსხმელი საამქროს უფროსი".

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე