სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
მომწოდებელი: Delta Translation Group
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
Delta Translation Group მთარგმნელობითი მომსახურების კომპანიაა (http://www.delta-group.ge), რომელიც სპეციალიზებულია წერილობითი და ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურების მიწოდებაზე: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფინანსური მენეჯმენტისა და სხვა დარგების მიმართულებით.

კომპანიას აქვს საკუთარი მთარგმნელობითი პროდუქტები, მათ შორის ონლაინ ლექსიკონი: http://www.iword.ge.

აღწერა: სტაჟირების პერიოდია 3 თვიანია და განკუთვნილია დამწყები მარკეტერების, დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ გამოცდილების მიღება პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Email, Ms Word ცოდნა;
** Email Marketing-ის საფუძვლების ცოდნა;
** სოციალური ქსელების მართვის კორპორაციული მიდგომების საფუძვლების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: DeltaTranslationService@gmail.com და გთხოვთ, წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე