სტაჟირება ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის
მომწოდებელი: Delta Translation Group
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
Delta Translation Group მთარგმნელობითი მომსახურების კომპანიაა (http://www.delta-group.ge), რომელიც სპეციალიზებულია წერილობითი და ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურების მიწოდებაზე: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფინანსური მენეჯმენტისა და სხვა დარგების მიმართულებით.

კომპანიას აქვს საკუთარი მთარგმნელობითი პროდუქტები, მათ შორის ონლაინ ლექსიკონი: http://www.iword.ge

აღწერა:

სტაჟირების პერიოდი 3 თვიანია და განკუთვნილია ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის, დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ გამოცდილების მიღება ლექსიკოგრაფიისა და მთარგმნელობითი საქმიანობის მიმართულებით.

სტაჟირების პერიოდის მანძილზე შერჩეული კანდიდატი გაიღრმავებს ცოდნას ლექსიკოგრაფიის პრაქტიკის მიმართულებით, მათ შორის თარგმნის თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში (SDL Trados).

აუცილებელი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Email, Ms Word ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სტაჟირების პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: DeltaTranslationService@gmail.com და გთხოვთ, წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე