ბავშვთა პროგრამირების წრის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა პროგრამირების წრის მასწავლებელი
მომწოდებელი: ალგორითმიკა
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ალგორითმიკა" არის საერთაშორისო პროგრამირების სკოლა, რომელიც 20-მდე ქვეყანაში, 200-მდე ქალაქში 50 000-ზე მეტ მოზარდთან მუშაობს. ალგორითმიკის გუნდი ბავშვებს ეხმარება პირველი ნაბიჯების გადაგმაში პროგრამირებაში. გაკვეთილები ტარდება უნიკალური ონლაინ პლათფორმის მეშვეობით, რომელიც პედაგოგს საშუალებას აძლევს მოსწავლესთან ინდივიდუალურად იმუშაოს და თამაშით ასწავლოს პროგრამირების საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში წარმატებული მუშაობის შემდეგ, "ალგორითმიკის" მეთოდოლოგიით პროგრამირების გაკვეთილები დამკვიდრდა სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ალგორითმიკის" თითოეული თანამშრომელი განსხვავებულია, თუმცა ყველას აერთიანებს ერთი მიზანი, გააბედნიერონ მოსწავლეები და მათი მშობლები.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, რომლებიც გაიზიარებენ კომპანიის მთავარ მიზანს და ეცდებიან ჩვენი პროდუქტის გაუმჯობესებას.

1. ბავშვთა პროგრამირების წრის მასწავლებელი - Phyton-ის კურსი

მოვალეობები:

** გაკვეთილის ჩატარება "ალგორითმიკის" მეთოდოლოგიის, სასწავლო მასალებისა და სავარჯიშოების გამოყენებით;
** მეგობრული ატმოსფეროს შექმნა და ჯგუფური მუშაობის პროცესის მართვა მოსწავლეებს შორის;
** სასწავლო პროცესის ხარსხის მუდმივი მონიტორინგი;
** კომუნიკავია მოსწავლეებთან და მშობლებთან, სასწავლო პროცესის შესახებ;

ჩვენი მოთხოვნები:

** აუცილებელია, პროგრამირების რომელიმე ენის ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება: ეკონომიკაში, მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IT- ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც;
** უპირატესობა მიენიჭებათ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგს მასწავლებლისთვის კომპანიის ხარჯზე;
** მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი (მხოლოდ შაბათ-კვირას), რაც შესაძლებლობას იძლევა გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი;
** მასწავლებლების დიდ, საერთაშორისო გუნდთან თანამშრობლობას;
** ანაზღაურება: 1 გაკვეთილი (90წთ) - 40 ლარი

სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა 11:00 საათიდან 15:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი

2. ბავშვთა პროგრამირების წრის მასწავლებელი

მოვალეობები:

** გაკვეთილის ჩატარება "ალგორითმიკის" მეთოდოლოგიის, სასწავლო მასალებისა და სავარჯიშოების გამოყენებით;
** მეგობრული ატმოსფეროს შექმნა და ჯგუფური მუშაობის პროცესის მართვა მოსწავლეებს შორის;
** სასწავლო პროცესის ხარსხის მუდმივი მონიტორინგი;
** კომუნიკავია მოსწავლეებთან და მშობლებთან, სასწავლო პროცესის შესახებ;

ჩვენი მოთხოვნები:

** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებლია;
** სასურველია უმაღლესი განათლება: ეკონომიკაში, მათემატიკაში, ფიზიკაში ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
** პედაგოგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგს მასწავლებლისთვის კომპანიის ხარჯზე;
** მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი (მხოლოდ შაბათ-კვირას), რაც შესაძლებლობას იძლევა გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი;
** მასწავლებლების დიდ, საერთაშორისო გუნდთან თანამშრობლობას;
** ანაზღაურება: 1 გაკვეთილი (90 წთ) 40 ლარი

სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა 11:00 საათიდან 15:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი

ვებ-გვერდი: https://algorithmics.ge/

გთხოვთ, რეზიუმე ინგლისურ ენაზე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@algorithmics.ge და "Subject"-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისთვის!

პატივისცემით,
ალგორითმიკის გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე