ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მამბერი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სილამაზის სალონების საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "მამბერი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან;
სამუშაო საათები: 10:00-დან 20:00 საათამდე;
სამუშაო დღეები: 6 დღიანი სამუშაო კვირა;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიღება/პროცედურებზე განაწილება;
** მომხმარებლისთვის კომფორტულ გარემოს შექმნაზე/სერვისზე ზრუნვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, შესაბამის პროგრამაში ინფორმაციის შეტანა, ჯავშნების გაკეთება, პროდუქციის შეტანა, ჩამოწერების გაკეთება, რეპორტების გაკეთება;
** მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
** სილამაზის ცენტრში არსებული პროცედურების თეორიული ცოდნა;
** სილამაზის ცენტრში არსებული პროდუქციის დანიშნულების შესწავლა;
** მომხმარებელთან ანგარიშსწორება, სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა;
** სილამაზის ცენტრისთვის საჭირო მასალების შეძენის ორგანიზება/ მომწოდებლებთან ურთიერთობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე;
** კარგი არითმეტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** სილამაზის ცენტრების, სამედიცინო დაწესებულების ან სარესტორნო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office, Excel;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით აპლიკაციას, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancy@nabu.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე