მთავარი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მენეჯერი
მომწოდებელი: მამბერი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სილამაზის სალონების საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "მამბერი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე;
** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე);
** სამუშაო დღეები: 6 დღიანი სამუშაო კვირა;
** სამუშაო საათები: 10:00-დან 20:00 საათამდე;

ძირითადი მოვალეობები:

** სილამაზის სალონის მართვა;
** მომხმარებლების ნაკადის გაზრდის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** კლიენტთა მომსახურების სრული ციკლის მართვა, მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, სერვისის მაღალ სტანდარტზე ზრუნვა;
** არსებული მომსახურების განვითარება და ახალი მომსახურების დამატება;
** სილამაზის სალონის ინვენტარის (ტექნიკური და სხვა აღჭურვილობის) მოვლა/ზედამხედველობა;
** ყოველთვიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის მომზადება;
** მარაგების, საწყობის, შესყიდვების, სალაროს მართვა შესაბამის რგოლებთან კოორდინაციით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შეფასება და განვითარება;
** ზედამხედველობის გაწევა თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე;
** გუნდურ მუშაობასა და გაწეული სამუშაოს ეფექტურობის გაზრდაზე ზრუნვა;
** ყოველდღიური საქმიანობის კონტროლი და რეპორტების მომზადება;

მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კარგი არითმეტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** მომსახურეობის მაღალი სტანდარტების და სილამაზის სალონის თავისებურებების ცოდნა;
** აპლიკანტს უნდა გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office, Excel;
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** სილამაზის ცენტრების, სამედიცინო დაწესებულების ან სარესტორნო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი თვისებები:

** გამორჩეული ლიდერობის, ორგანიზებისა და მომსახურეობის მაღალი. სტანდარტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით აპლიკაციას, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancy@nabu.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე