რუსული ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რუსული ენის პედაგოგი
მომწოდებელი: გოგა ასკურავას ენების ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"გოგა ასკურავას ენების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რუსული ენის პედაგოგის პოზიციაზე.

"გოგა ასკურავას ენების ცენტრი" 2003 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და აფართოებს მოღვაწეობის სფეროს. კომპანიას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: სინქრონული თარგმნის შემსწავლელი კურსი, ინგლისური და რუსული ენების შემსწავლელი კურსები, ინგლისური ენა პროფესიული მიზნებისთვის; სინქრონული, თანმიმდევრული თარგმნა, ასევე წერილობითი თარგმანების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (ამ ეტაპზე დისტანციურად)
** ანაზღაურება: საათობრივი
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის №29/ კოკა კლდიაშვილის №1

ძირითადი მოვალეობები:

** სილაბუსის და სასწავლო პროგრამის შექმნა;
** ტესტების შედგენა;
** ინდივიდუალური ან ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება მსმენელებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება რუსული ენის ფილოლოგიის მიმართულებით;
** რუსული ენის პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** მეგობრული და კვალიფიციური გუნდი;
** ჩვენი სასწავლო ცენტრის პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე სწავლების განსხვავებული და ახალი მეთოდები.

წარსადგენი დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის და სერტიფიკატის ასლი;

შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელექტრონული სახით hr@gaiholding.com.ge მისამართზე 2020 წლის 5 სექტემბრამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი - რეზიუმეს გადარჩევა.
** მეორე ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება/ საჩვენებელი გაკვეთილი (10 წუთიანი);

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე