რეალტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეალტორი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპანია "Realtor.ge" აცხადებს ვაკანსიას რეალტორის თანამდებობაზე.

"Realtor.ge" დაარსდა 2003 წელს და დაარსების დღიდან მოწინავეა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი კვალიფიციური გუნდის წევრები მაქსიმალურად მოკლე დროში, უმაღლესი ხარისხით და პირველად საქართველოში, ევროპული სტანდარტების დაცვით ახორციელებენ ყველა იმ ოპერაციას, რომელიც უძრავ ქონებასთანაა დაკავშირებული.

ჩვენთან დაგხვდებიან ყველაზე გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. ჩვენი კომპანია მზადაა 16 წლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ და გაქციოთ საუკეთესო და მაღალანაზღაურებად რეალტორად.

თუ ხართ: კომუნიკაბელური, ენერგიული, კარიერულ განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ახალგაზრდა, გამართული მშობლიურ (ქართულ) ენაზე წერისა და მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობით, მაშინ ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა, შემოგვიერთდით, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

გაყიდვების სფეროში გამოცდილების არსებობა, დამატებით უპირატესობად შესაძლოა განვიხილოთ.

მოვალეობები:

** ქალაქის ცენტრალურ უბნებში: ვაკე-საბურთალო-ძველ თბილისი (მთაწმინდა, ვერა, სოლოლაკი) არსებული უძრავი ქონების პორტფოლიოს შექმნა/მონიტორინგი;
** მაღალბიუჯეტიან სეგმენტზე მუშაობა;
** უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციურ უცხოენოვან კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.

თქვენ გელოდებათ:

** დადებითი, კომფორტული სამუშაო გარემო;
** მაღალი ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ნებისმიერი თქვენს მიერ წარმოთქმული საინტერესო ინიციატივის გათვალისწინება;
** უცხოელ და ქართველ კლიენტებთან მუდმივი მუშაობის შესაძლებლობა.

მიმდინარე წლის, ბოლო უფასო ტრეინინგის თარიღია 1 აგვისტო, რომლის ფარგლებშიც, თქვენ მოგეცემათ შანსი გაიაროთ სტაჟირება ჩვენს კომპანიაში და შეისწავლოთ "რეალტორი"-ს პროფესია ყოველგვარი ღირებულების გადახდის გარეშე..

შერჩეული კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, დასაქმდებიან კომპანიაში.

სტაჟირების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საკომუნიკაციო და გზის ხარჯები.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, არაუგვიანეს 27 ივლისისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@realtor.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.realtor.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე