სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"Award" ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს "Award", "ევორდ დრილინგი", "ევორდ ფექტორი", "ევორდ ტრანსპორტი" და სამშენებლო კომპანია "მამისონი".

შპს "Award" აცხადებს სამუშაოთა მწარმოებლის ვაკანსიას თბილისში.

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
თანამდებობრივი სარგო: 2000-3000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
ადგილების რაოდენობა: 2
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი/სამშენებლო ობიექტი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:
** ობიექტზე სამუშაოების განხორციელების დაგეგმარება და მართვა;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა შესრულება ბიუჯეტის, ვადებისა და ხარისხის შესაბამისად;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება (მუშების, ტექნიკის, საწვავის და აღრიცხვის ტაბელების წარმოება);
** სათაო ოფისისთვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება;
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთა მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;
** ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;

განათლება/გამოცდილება:

** ინჟინერ-მშენებელი
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი მშენებლობის სფეროში/ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები
** აუცილებელი მოთხოვნაა ოპტიკური ნიველირის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** საინჟინრო ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10/08/2020.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე