Android დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Android დეველოპერი
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას Android დეველოპერის პოზიციაზე, საშუალო ან სენიორ გამოცდილებით.

"Lemondo" დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია საქართველოში. კომპანიას შექმნილი აქვს არაერთი ვებ პროექტი, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის (TKT.ge, Saqme.ge, House.ge, Domenebi.ge, ...) ასევე, მსოფლიო ბაზრისთვის (მობილური აპლიკაციები, მობილური თამაშები, PS4 და ნინტენდო პლატფორმის თამაშები...).

ძირითადი მოთხოვნები:

** Android დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Native ენაზე წერის გამოცდილება (Java ან/და Kotlin)
** თანამედროვე UX/UI პატერნებთან მუშაობის გამოცდილება
** RESTful API-სთან მუშაობის გამოცდილება
** Android აპლიკაციის არქიტექტურის და ბაზის (SQL lite) დაგეგმვის გამოცდილება
** Android framework-ის ცოდნა
** სორს კონტროლთან (GIT) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევის უნარი
** განვითარების სურვილი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00სთ-დან 19:00სთ-მდე, შაბათ-კვირის და დღესასწაულების გარდა).
ანაზღაურება: ვეძებთ საშუალო და/ან მაღალი დონის ანდროიდ დეველოპერს, გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურებით + დაზღვევა.
სამუშაო პირობები: თანამედროვე ოფისი, ენერგიული, მეგობრული და პროფესიონალების გუნდი.

შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, პირველადი გასაუბრების შემდეგ. "ლემონდუ"-ს მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თუ ხართ მოტივირებული, გაგაჩნიათ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ინოვაციური პროდუქტების შექმნაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com (Subject-ად მიუთითეთ "Android Developer").

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე