პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: შემოსავლების სამსახური
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ანალიტიკოსი

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
თანამდებობრივი სარგო: 3500 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

მონაწილეობას იღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

** არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** ტექნიკური პრობლემების, ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენა, ანალიზი და კორექტირება;
** სატელეფონო და სხვა მომართვების მიღება, რეგისტრაცია, პირველადი ანალიზი, კონსულტაცია, შესაბამისი სამუშაოების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ მომხმარებელთა კონსულტაცია;
** სამომხმარებლო პროგრამული მოდულების ტესტირება; ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება, მომხმარებლის სახელმძღვანელოს მომზადება;
** პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და მომხმარებელთა ტრეინინგის, პრეზენტაციის ჩატარება;
** მომხმარებლების რეგისტრაცია (რეგისტრაცია არსებულ სისტემებში);
** სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებით.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
** სასურველია IT ბიზნეს ანალიტიკოსად ან IT პროექტების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** ბიზნეს ანალიზის და შესაბამისი მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
** სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის (სსკ) დამაკმაყოფილებელი ცოდნა.
** უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის მართვა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** ასევე აუცილებელია, კანდიდატებმა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და მიუთითონ რეკომენდატორი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.rs.ge

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე http://www.hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნონ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე