პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი პროგრამისტი
მომწოდებელი: შემოსავლების სამსახური
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი პროგრამისტი

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
თანამდებობრივი სარგო: 4400 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერა

** მონაწილეობს პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისთვის მიღებული დავალებების შესწავლა და ვადების განსაზღვრა;
** შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და არსებულ მოდულებში ცვლილებების შეტანა;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის სივრცეში არსებული პროექტებისათვის/ მოდულებისთვის მონაცემთა ბაზებში ობიექტების შექმნა და საჭიროების შემთხვევაში არსებული არქიტექტურის ტექნიკურად დახვეწა;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამუშავების, სტატისტიკური და ანგარიშგებების ფორმების (რეპორტების) გენერირება;
** კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად პროგრამული მოდულების ახალი ვერსიების შექმნა;
** შემოსული დავალებების, წერილების, ინციდენტების საფუძველზე ხარვეზების გამოსწორება.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების/IT მიმართულებით);
** PL/SQL პროფესიონალურ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზი და მოდელირები გამოცდილება
** კოპლექსური და ეფექტური სკრიპტების შექმნის გამოცდილება;
** Oracle Developer /Build Forms ცოდნა;
** Oracle Developer / Build Reports ცოდნა;
** სასურველია C# ენის ცოდნა;
** სასურველია Asp.net ტექნოლოგიაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია XML, JavaScript, JSON, CSS მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** არსებული სისტემის და ბიზნესპროცესების კარგი აღქმის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის მართვა.

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
** ასევე აუცილებელია, კანდიდატებმა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და მიუთითონ რეკომენდატორი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.rs.ge

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე http://www.hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნონ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე