ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება. "ფინანსური ბიურო" საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალსა და 700-მდე თანამშრომელს.

"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას საქართველოს ბანკის ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-13:00.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები;

მოვალეობები:

** სესხის ოფიცრების ჯგუფის ფორმირება, კადრების მოძიება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე (ვადაგადაცილებული სესხის მართვის ჯგუფის უფროსის) მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge და "Subject"-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე