გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
შპს "კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის მოთხოვნებისა და კონკურენტების შესწავლა;
** პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიკაცია;
** შეხვედრების ორგანიზება;
** პრეზენტაციების მომზადება და პოტენციური მომხმარებლისთვის შეთავაზება;
** კორპორატიული კლიენტების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
** კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების არხების მართვა და კონტროლი;
** გამოფენებში მონაწილეობა;
** წინასწარ განსაზღვრული გეგმების შესრულება (გუნდური/ინდივიდუალური);
** რეპორტინგი.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული გაყიდვებთან და მარკეტინგთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ან/და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების ცოდნა;
** სასტუმროს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თვისებები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე