მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Mercure Tbilisi Old Town
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

Accor-ის ჯგუფის წევრი სასტუმრო "Mercure Tbilisi Old Town" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს სამუშაო ადგილი სამუშაო პროცესის დაწყებისთვის;
** მოამზადოს ძირითადი კერძები, რაც განსაზღვრულია მენიუში;
** შეინარჩუნოს სამუშაო ადგილის სისუფთავე ჯანდაცვის ინსპექცირების ნორმების შესაბამისად;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ევროპული და ქართული სამზარეულოს (მათ შორის დესერტების) ცოდნა;
** სისწრაფე;
** ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: H9417-HR2@accor.com; გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მზარეული"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე