სხვადასხვა - ვეტერინარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა - ვეტერინარი
მომწოდებელი: ვეტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
Vet House - ეს არის ვეტერინარული საავადმყოფო 24-საათიანი მომსახურეობით, ცხოველების სასტუმრო, სარეაბილიტაციო ცენტრი, გრუმინგი, ზოომაღაზია, ზოოაფთიაქი და სკოლა მომავალი ექიმებისთვის.

"ვეტ ჰაუსი" - ეს არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც დაგეხმარებათ, შეგიქმნით კომფორტს და იზრუნებს თქვენი ცხოველის ჯანმრთელობაზე!

კლინიკა ვეტ ჰაუსი აცხადებს ვაკანსიებს:

1. ზოგადი ქირურგი ვეტერინარი

** ორთოპედია
** ტრავმატოლოგია
** რბილის ქსოვილების ქირურგია

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა -თბილისი.
** სამუშაო გრაფიკი- 3/4 დღე კვირაში. მოძრავი გრაფიკი შესაძლებელია.

ანაზღაურება: ანაზღაურება ფიქსირებული(1000-1500) კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი
კანდიდატს ექნება საშუალება გაიაროს წელიწადში ორჯერ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასურველია: უცხო ენების ცოდნა (რუსული ან ინგლისური).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კლინიკაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.

2. ექიმი-ვეტერინარი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლებში
ანაზღაურება: 800 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კვალიფიციური ვეტერინარული მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
** შიდა ინსტრუქციების შესრულება;
** პაციენტის (ძაღლი, კატა) მიღება, გასინჯვა და ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კომპანიაში არსებულ პროგრამაში;
** ორგანიზაციის / გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება; სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული (სრულყოფილად) - წერა, კითხვა, საუბარი;
** უცხო ენა -ინგლისური / რუსული / (სასურველია)- წერა, კითხვა, საუბარი სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მომხმარებლის დონეზე);ვებ რესურსებთან მუშაობის უნარი;
** დროის მართვის ცოდნა, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები, რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის ს უნარი
** პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

3. ექიმი-ვეტერინარის ასისტენტი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლებში
ანაზღაურება: 250-500 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კვალიფიციური მომსახურების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში კომპანიაში დანერგილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
** შიდა ინსტრუქციების შესრულება;
** პაციენტის (ძაღლი, კატა) მიღება, გასინჯვა და ანამნეზის შეკრება;
** უშუალოდ ექიმი ვეტრინარის დავალებების შესრულება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კომპანიაში არსებულ პროგრამაში;
** ორგანიზაციის / გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** განათლება; არასრული უმაღლესი სტუდენტებიც განიხილება ამ პოზიციაზე და სპეციალიზებული პროფესიული (ზოგადი პროფილის მედდა)
** ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ქართული (სრულყოფილად) - წერა, კითხვა, საუბარი;
** უცხო ენა -ინგლისური / რუსული / (სასურველია)- წერა, კითხვა, საუბარი სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მომხმარებლის დონეზე);ვებ რესურსებთან მუშაობის უნარი;
** დროის მართვის ცოდნა, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები, რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე assistantvethouse@gmail.com
2020 წლის 15 აგვისტომდე. გთხოვთ, ელ-წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე