ხილ-ბოსტნის პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხილ-ბოსტნის პრისელერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ს და ასევე, საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნის პრისელერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** პროდუქციის თაროებზე განლაგების მონიტორინგი განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელი მოთხოვნაა საკუთარი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია)
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 13 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე