ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: კაფე რეცეპტორი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
კაფე "რეცეპტორი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აუცილებელია.
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
** ასაკი: 18-დან 40-მდე.
** ენა: ინგლისური და რუსული (სასურველია)

ძირითადი მოვალეობები:

** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების (ყავის) სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება.
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
** მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ანგარიშსწორება.
** სალაროს საქმიანობის წარმართვა.
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ (ფასი, მახასიათებლები, შემადგენლობა).

აუცილებელი უნარები:

** შრომისმოყვარეობა,
** ორგანიზებულობა,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** კომუნიკაბელურობა,
** ენერგიულობა,
** პუნქტუალურობა,
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პიროვნული და პროფესიული განვითარების უნარი.

გრაფიკი: ცვლებში, 09:00-21:00 / 21:00-09:00.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: coffeereceptor@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე