გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეფტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

მოვალეობები:

** კორპორატიული გაყიდვების გაზრდა
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და მოლაპარაკების წარმოება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან;
** ანგარიშგების მომზადება მიღწეული პროგრესის, კლიენტებთან დაკავშირებული პრობლემების, სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;

მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური განხრით.
** კომუნიკაბელური, მომთხოვნი, მიზანმიმართული.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: a.shengelia@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე