პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, სრული საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის საქმიანობაა საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

"სანდომი" გთავაზობთ ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა.
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი, დასვენება: კვირა.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება.
** ასაკი: 25-45 წლამდე.
** მართვის მოწმობა.
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი

მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს პროდუქციის საუკეთესო განლაგება.
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე