სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ინტურისტი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. კვებისა და სასმელების მენეჯერი (F&B Manager)

ძირითადი მოვალეობები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** თანამშრომლების შერჩევა, მართვა და ტრენინგების ორგანიზება;
** პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** კვების ობიექტების გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** სტუმრებისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** სერვისის ხარისხსა და სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** ინვენტარისა და ბიუჯეტის კონტროლი;
** მენიუს მომზადება. კერძებისა და სასმელების პრეზენტაცია, ხარისხის მართვა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** რესტორნისა და სამზარეულოს სისუფთავის კონტროლი;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროს შუა რგოლის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

2. მიმღები-რეგისტრატორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა, როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელური გარეგნობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

3. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება;
** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** ბარის სტუმრებისგან შეკვეთის მიღება-მომსახურება;
** სტუმრის თავაზიანად მომსახურება;
** შეკვეთის პროგრამა გატარება;
** ბარის დროულად გაწყობა საჭირო ინვენტარით;
** სამუშაო ტერიტორიის წესრიგში ქონა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** სალარო და საბანკო აპარატებთან მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა.

4. მზარეული

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
** მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;

მოთხოვნები:

** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

საჭირო უნარები:

** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების და კონტროლის უნარი;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
** ბრანჩზე მუშაობის გამოცდილება
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა.

5. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სარესტორნო შეკვეთის მიღება-მომსახურება;
** სტუმრის თავაზიანად მომსახურება;
** შეკვეთის პროგრამაში გატარება;
** მენიუში არსებული კერძების შემადგენლობის ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** სალარო და საბანკო აპარატებთან მუშაობის გამოცდილება;
** მაგიდის სერვირების ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე