სამეცნიერო ტექსტის მთარგმნელი ინგლისურ ენაზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო ტექსტის მთარგმნელი ინგლისურ ენაზე
მომწოდებელი: სამეცნიერო ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების სამეცნიერო ცენტრი ეძებს მთარგმნელებს სამეცნიერო მასალების თარგმნის გამოცდილებით, ქართულიდან ინგლისურად.

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს სამეცნიერო ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება შემდეგ დარგებში:

** სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
** ჰუმანიტარული მეცნიერებები;
** ფსიქოლოგია და სხვა მომიჯნავე დისციპლინები.

მუშაობის ფორმატი და ანაზღაურება - შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი: ოფისი ან დისტანციურად სახლიდან - საჭიროების მიხედვით (ოფისი მდებარეობს მეტრო "დელისიდან" 300 მეტრში).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, და ანაზღაურების პირობები, შემდეგ მისამართზე: researchcenter.ciprf@gmail.com

გთხოვთ, ელფოსტაზე ასევე მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

** რა მიმართულების ტექსტები გაქვთ ნათარგმნი;
** თქვენ მიერ ნათარგმნი ტექსტებისა და დოკუმენტების ის ნიმუშები, რომლებიც თქვენი აზრით საუკეთესოა თქვენს თარგმანებს შორის.

ელფოსტის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ "სამეცნიერო ტექსტის მთარგმნელი ინგლისურ ენაზე".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე