სერვისის აღრიცხვის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის აღრიცხვის ოპერატორის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000682
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** სფერო: კლიენტთა მომსახურება

განათლება: ბაკალავრი, სტუდენტი (დამამთავრებელი კურსი).

ენების ცოდნა:

** ქართული - კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია.
** საავტომობილო სფეროს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.

სამუშაოს აღწერა:

** სერვის-ცენტრში ავტომობილების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება, დეფექტაცია, საჭირო დეტალებისა და მასალების მომარაგება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილებებისა და სხვა საგულისხმო ფაქტების შესახებ.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/682

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31 ივლისი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე