კლიენტთა მრჩეველი მარკიზების სფეროში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მრჩეველი მარკიზების სფეროში
მომწოდებელი: Back Office Service
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
10 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია "ბექ ოფის სერვისი" თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან. მას პარტნიორობას ვუწევთ შეკვეთების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებაში, დაახ. 35-კაციანი გუნდით.

ჩვენი სამუშაო გუნდის გასაზრდელად თბილისში ვეძებთ მოტივირებულ კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელს მარკიზების სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ენის კარგი ცოდნა.
** ტექნიკური უნარების საფუძვლიანი ფლობა.
** სისტემურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და ინიციატივების წამოყენების უნარი.
** გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი.
** MS -Office პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სატელეფონო და ელექტრონული მიმოწერის მეშვეობით.
** შეკვეთების დამუშავება.
** ხარისხის შენარჩუნება და მუდმივი გაუმჯობესება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საიმედო და გრძელვადიანი სამუშაო ადგილი.
** უშუალო ურთიერთობა მენეჯმენტთან, გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი.
** საჭიროების შემთხვევაში, ოჯახზე ორიენტირებული ხელშემწყობი სამუშაო გრაფიკი.
** ინდივიდუალური და თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობა
** სამედიცინო დაზღვევა.
** შეთანხმებაზე დაფუძნებული ადეკვატური ანაზღაურება.

დაინტერესდით?

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ თქვენს სრულყოფილ რეზიუმეს გერმანულ ენაზე მოცემულ E-mail-ზე: tbs@weinor.de
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე