კლიენტთა მომსახ. წარმომადგენელი - რეკლამაციის განყოფილება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახ. წარმომადგენელი - რეკლამაციის განყოფილება
მომწოდებელი: Back Office Service
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
10 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია "ბექ ოფის სერვისი" თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან. მას პარტნიორობას ვუწევთ შეკვეთების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებაში, დაახ. 35 -კაციანი გუნდით.

ჩვენი სამუშაო გუნდის გასაზრდელად თბილისში ვეძებთ მოტივირებულ

კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელს რეკლამაციის განყოფილებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ენის კარგი ცოდნა.
** სტაბილურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** გუნდური მუშაობისა და ინიციატივების წამოყენების უნარი
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
** გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი
** MS -Office პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სატელეფონო და ელექტრონული მიმოწერის მეშვეობით
** კლიენტთა რეკლამაციების დამუშავება
** პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავება, შეთავაზება და სისტემაში განხორციელება
** ხარისხის შენარჩუნება და მუდმივი გაუმჯობესება

ჩვენ გთავაზობთ:

** საიმედო და გრძელვადიანი სამუშაო ადგილი
** უშუალო ურთიერთობა მენეჯმენტთან, გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი
** მეგობრული სამუშაო გარემო
** ინდივიდუალური და თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობა
** სამედიცინო დაზღვევა
** შეთანხმებაზე დაფუძნებული ადეკვატური ანაზღაურება

დაინტერესდით?

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ თქვენს სრულყოფილ რეზიუმეს გერმანულ ენაზე მოცემულ E-mail-ზე: tbs@weinor.de
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე