გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: La bebe boutique
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
საბავშვო ავეჯის მაღაზია "La Bebe Boutique" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა;
** მომხმარებლის დახვედრა, დახმარების შეთავაზება და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ორიენტაცია;
** მომხმარებლებისთვის ერთმანეთთან შესაბამისი და ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;
** დამატებითი პროდუქციის შეთავაზება;
** პრომო აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შოურუმში არსებული ნივთების სრულყოფილად და მოწესრიგებულად განლაგება და კონტროლი, რომ მუდამ საუკეთსო მდგომარეობაში იყოს წარმოდგენილი;
** შოურუმში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** შოურუმში არსებული ნაშთების აღწერა და კონტროლი, რომ მომხმარებლისთვის მუდამ ხელმისაწვდომი მარაგში არსებული მოდელები და ფერები;
** პროდუქციის ნაშთების შევსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** კოლეგებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, დახმარების შეთავაზება და საქმიანი/სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნა;

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული და მომხმარებლის მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პრეზენტაბელურ გარეგნობაზე მუდმივი ზრუნვა;
** დახვეწილი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** მიზანდასახული;

დამატებითი ინფორმაცია:

** ასაკობრივი ზღვარი 20 -დან 40 წლამდე;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე და სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ანაზღაურება: ფიქსირებული + მოქნილი საბონუსე სისტემა
სამუშაო საათები: 10 სთ-დან 19 სთ-დე (კვირაში 1 დასვენების დღე)
სამუშაო მისამართი: ავეჯის სახლი "საბა"
კანდიდატურის შერჩევა მოხდება გასაუბრების ეტაპის გავლის შემდეგ;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: babylandgeorgia@gmail.com

ტელ (ოფისი): 230 65 80
ტელ (მობ): 599 845 676
Facebook: labebeboutique1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე