აღწერის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღწერის ოფიცერი
მომწოდებელი: ელვა მარკეტი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
მაღაზიიების ქსელი "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცრის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მაღაზიებში ინვენტარიზაციის ჩატარება;
** მიღებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებებით შემოწმება;
** დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, აქტის შედგენა;
** მაღაზიაში არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება და შედარება პროგრამულად დაფიქსირებულ ნაშთებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30 -18:00 სთ).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. # 49.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მზარდ სახელფასო ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: vacancy@elvamarket.ge 2020 წლის 25 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "აღწერის ოფიცერი".

"ელვა მარკეტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე