PHP დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PHP დეველოპერი
მომწოდებელი: იტმს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
საშუალოზე რთული საერთაშორისო პროექტისთვის ვეძებთ მონდომებულ, ნიჭიერ და საკმაოდ გამოცდილ PHP დეველოპერს, რომელიც მზადაა შეეჭიდოს საინტერესო ამოცანებს და ამავდროულად აქვს რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ მაქსიმალურად გუნდურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, ძალიან საინტერესო და კომპლექსურ დავალებებს, მაღალ და მზარდ ანაზღაურებას, ასევე ტექნიკური კვალიფიკაციის მუდმივ ზრდას.

სასურველია გამოგვეხმაურონ არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ვებ-დეველოპერები, რომლებსაც არაერთი სისტემა აქვთ უკვე შექმნილი.

პროექტი არის 3 წლიანი, ყოველწლიურად ანაზღაურება გაიზრდება 1000 ლარით.

ძირითადი მოთხოვნები:

** PHP-ის საფუძვლიანი ცოდნა (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება);
** MVC frameworks: Laravel, CodeIgniter და/ან სხვ. (აუცილებელია ერთ-ერთის ცოდნა);
** HTML5, CSS3, Bootstrap;
** Javascript, Jquery, Ajax-ის საფუძვლიანი ცოდნა (ალტერნატივა - Angular);
** REST API-ის შექმნის და გამოყენების გამოცდილება;
** MySQL და/ან NoSQL-ის საფუძვლიანი ცოდნა: MySQL, PostgreSQL, MongoDB;
** ​Git-თან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

სამუშაო ადგილი: არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (კორონავირუსის კრიზისის ბოლომდე) შერჩეული კანდიდატი დროებით იმუშავებს დისტანციურად, მოგვიანებით კი ნაწილობრივ ან მთლიანად ოფისიდან, საჭიროების მიხედვით.

ოფისი მდებარეობს მეტრო დელისიდან 300 მეტრში;
სამუშაო გრაფიკი და რეჟიმი: სრული ან არასრული (კვირაში მინიმუმ 20 სთ),
ანაზღაურება: კვალიფიკაციის, გრაფიკისა და რეჟიმის მიხედვით ჯამური ანაზღაურება ხელზე 1000-2000 ლარი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: hr@itms.ge

გთხოვთ საბჯექტში მიუთითოთ: "PHP დეველოპერი სრული ან არასრული გრაფიკით".

გთხოვთ მეილში დააკონკრეტოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება, სამუშაო გრაფიკი და რეჟიმი, ასევე შესრულებული პროექტების სია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე