სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელების გვერდის მართვა და ადმინისტრირება, add manager მართვა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
** კონტენტის შექმნა და მართვა, სარეკლამო ბანერების დიზაინისა და ვიდეოების შექმნა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან სწორი და დროული კომუნიკაცია;
** გვერდისთვის საჭირო კონტენტის შექმნა;
** ქოფირაითინგის პრინციპების და ტექნიკის საბაზისო ცოდნა
** გამართულად წერის და კონტენტის შექმნის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური პლატფორმების მართვისა და კვლევის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro)
** სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
** გამართული, შემოქმედებითი წერის უნარი;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე