ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ხორც-პროდუქტების კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმო სქემის შესაბამისად საწარმოო ბიუჯეტის (გეგმიური მოგება-ზარალის) შედგენა;
** ფაქტიური სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე პროექტის ფაქტიური მოგება-ზარალის შედგენა;
** პროექტის ხარჯების სტრუქტურის ანალიზი;
** სახელფასო ბიუჯეტის ფორმირება;
** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება;
** ბუღალტრული აღრიცხვიანობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ეკონომიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით
** ფინანსების სფეროში მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** დროის მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურება;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ავტობიოგრაფია (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: elleonora.abash@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე