ლითონის მდნობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლითონის მდნობელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ლითონის მდნობელის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 652 დან -1635 ლარამდე; (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);

მდებარეობა: ქ. თბილისი.

** ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;
** მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** ფერადი შენადნობების დნობის პროცესში დახმარება: ღუმელის ჩართვა, საკაზმე მასალების მომზადება, კაზმის აწონვა, ჩატვირთვა;
** შავი ლითონების შენადნობების დნობის პროცესში დახმარება;
** ამონაგის მასალების მომზადება, აწონვა, ამონაგის გაშრობა;
** შავი და ფერადი ლითონის შენადნობების დნობის პროცესის მართვა მაღალ კვალიფიციურ მდნობელთან ერთად.

უნდა იცოდეს:

** შენადნობების ძირითადი სასხმელო თვისებები;
** ფოლადისა და თუჯის ძირითადი თვისებები;
** დნობის ტემპერატურული რეჟიმები და ტემპერატურის გაზომვა;
** ღუმელებისა და ტიგელების ტიპები, მუშაობის პრინციპი;
** ტექნიკური უსაფრთხოება დნობის პროცესში.

სამუშაოს მაგალითები:

** საკაზმე მასალის მომზადება;
** კაზმის მომზადება შესაბამისი წონითი თანაფარდობით;
** სხვადასხვა დანიშნულების ღუმელებში კაზმის ჩატვირთვა;
** ალუმინის შენადნობების დნობა;
** შავი ლითონების შენადნობების დნობის პროცესის მართვა კვალიფიციურ მდნობელთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლითონის მდნობელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე