ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" (www.eu.edu.ge) ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში გელოდებათ ღია აკადემიური სივრცე, რომელიც ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში, ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 650 ლარი (დარიცხვით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, 0141, გურამიშვილის გამზ. 76
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** მოქალაქეებისაგან სატელეფონო ზარების მიღება და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასმული/პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, მომსახურების გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში, ზარების გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
** საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარის განხორციელება მოქალაქეებთან;
** სატელეფონო მომსახურების გაწევისათვის აუცილებლად საჭირო შიდა მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** საჭიროებისამებრ, მოქალაქეების და სტუდენტების ადგილზე მომსახურება, კერძოდ, პირველადი ინფორმაციის მიწოდება, მოთხოვნის გამოვლენა, კონსულტაცია და გადამისამართება სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან სასწავლო კორპუსში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** ინფორმაციის ელექტრონული შეყვანისა და სწრაფი ბეჭდვის უნარები.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული.

ვაკანსიის დეტალები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 1 ივლისს და დასრულდება 20 ივლისს.
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (ინგლისურ და ქართულ ენაზე ფოტოსურათით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@eu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ცხელი ხაზის ოპერატორი".

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე