უფროსი Back-end დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი Back-end დეველოპერი
მომწოდებელი: რედბერი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
დიდ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს ვეხმარებით ციფრულ ტრანსფორმაციაში. მათთვის ვქმნით სხვადასხვა დანიშნულების საშუალო და დიდი ზომის ციფრულ პროდუქტებს.

ჩვენი სტარტაპ სტუდია კი ქმნის ბაზრისთვის ინოვაციური ბიზნეს მოდელის მქონე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სტარტაპებს. აწვდის მათ როგორც seed დაფინანსებას, ასევე ტექნიკურ, მარკეტინგულ, პროდუქტის დიზაინისა და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ადამიანურ რესურსს.

რას გთავაზობთ:

** საინტერესო, კომპლექსურ პროექტებს
** თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიონალების გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** პროექტებზე მუშაობას ეჯაილ მეთოდოლოგიით
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მოქნილ სამუშაო საათებს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს

მოვალეობები:

** Backend სერვისების იმპლემენტაცია
** კომპლექსურ არქიტექტურებთან მუშაობა
** Performance ოპტიმიზაციების გაკეთება
** სხვადასხვა ფართოდ-გამოყენებადი სერვისების ინტეგრაცია
** კოდის ავტომატური ტესტირება
** ეფექტიანი, მრავალჯერ გამოყენებადი და დოკუმენტირებული კოდის წერა
** გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** PHP ან Python-ზე წერის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** OOP პარადიგმით მუშაობის გამოცდილება
** WEB ფრეიმვორქებთან მუშაობის გამოცდილება: Laravel, Symfony, Django, Flask
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება: MySQL, PostgreSQL
** სასურველია noSQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება: MongoDB, Redis, Memcached
** HTTP პროტოკოლის მუშაობის პრინციპები, სასურველია apache ან nginx-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია OpenAPI-ის (swagger) ცოდნა
** სასურველია Docker-თან და Kubernetes-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია HTML5-თან, CSS3-თან, Javascript-თან მუშაობის გამოცდილება
** Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა
** სასურველია ტესტები წერის გამოცდილება. ტესტ ფრეიმვორქების ცოდნა: PHPUnit, unittest, pytest…
** სასურველია Github actions CI/CD ფაიფლაინთან მუშაობის გამოცდილება

ანაზღაურება: 3500-5000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: hello@redberry.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე